გერმანიამ, შვედეთმა და პოლონეთმა საპასუხო ნაბიჯის სახით გააძევეს რუსეთის დიპლომატები

გერმანია, შვედეთი და პოლონეთი აძევებენ რუსეთის თითო დიპლომატს, საპასუხო ნაბიჯის სახით რუსეთის მხრიდან გასულ კვირაში ამ სამი ქვეყნის დიპლომატებისთვის "პერსონა ნონ გრატას" სტატუსის შეფარდებისთვის - მოსკოვის თქმით კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო. "დღეს ფედერალურმა საგარეო ოფისმა ბერლინში რუსეთის საელჩოს თანამშრომლების ერთი წევრი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა" - იუწყება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების თქმით, მოსკოვის გადაწყვეტილება გაეძევებინა ევროპელი დიპლომატები "არანაირი ფორმით არ იყო გამართლებული". გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გერმანიის საელჩოს მუშაკი მოქმედებდა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციით მინიჭებული უფლებების ფარგლებში, რათა ინფორმაცია მიეღო ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ. ანალოგიური განცხადებები გააკეთეს შვედეთის და პოლონეთის მთავრობებმა. "რუსეთის ელჩს შევატყობინეთ, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომელს შვედეთის დატოვება ვთხოვეთ" - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ენ ლინდე ტვიტერით. "ეს არის მკაფიო პასუხი მიუღებელ გადაწყვეტილებაზე გაეძევებინათ შვედეთის დიპლომატი, რომელიც მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებდა". პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 8 თებერვალს ტვიტერზე წერს, რომ დასავლეთის ქალაქ პოზნანში მოქმედ რუსეთის საკონსულოს თანამშრომელს ქვეყნის დატოვება მოთხოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 თებერვალს გამოაცხადა, რომ შვედეთის, პოლონეთის და გერმანიის ხუთ დიპლომატს "პერსონა ნონ გრატას" სტატუსი შეუფარდეს, ნავალნის მხარდასაჭერად 23 იანვარს გამართულ აქციაში მონაწილეობის გამო. ...
წყარო

Lanuki transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 21 საათის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 საათის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 21 საათის წინ

Qeti

თბილისი
  • 6 დღის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 16 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ