მოსწავლეთა ნაწილისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება
სკოლაში მოსწავლეთა ნაწილისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო
საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი
თქმით, ვალდებულება შეეხება ყველა სკოლის მოსწავლეს, მე-5-დან მე-12
კლასის ჩათვლით.
"რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ეს დღესვე დაურიგდებათ სკოლებს და
ყველა სკოლა მოახდენს კომუნიკაციას მშობლებთან. ყველაფერი კეთდება
იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს",
- განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, პირბადე მოსაწავლეებს მშობლებმა უნდა გამოატანონ....