ჯერ ვადამდელი არჩევნები და შემდეგ ნულოვან ბარიერებზე საუბარი

უმრავლესობის მზადყოფნასთან დაკავშირებით, დააწესოს არჩევნებისთვის ნულოვან ბარიერი, ოპოზიციის ბოიკოტში მყოფი ნაწილი აფასებს. ისინი პარტია “გირჩის” ოპტიმიზმს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ იზიარებენ. პოლიტიკურ ძალებში ამბობენ, რომ მთავარი კონსესუსური შეთანხმებისთვის, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. “ამას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და ძალიან მაინტერესებს, როგორ აპირებს “გირჩი”, თუნდაც მდინარაძე, ამ ცვლილებების გატარებას ოპოზიციის გარეშე, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ იმ ღრმა კრიზისიდან, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა შეიყვანა, არის კომპლექსური ცვლილებები,” – აცხადებს ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი. “ნაციონალურ მოძრაობაში” აღნიშნავენ, რომ ჯერ მთავარი საკითხი არჩევნების დაბრუნებაა და შემდეგ ნულოვან ბარიერებზე საუბარი. “ქართული ოცნება” ცდილობს მსგავსი პატარ-პატარა ლუკმების გადმოგდებით, მოქრთამოს ცალკეული ოპოზიციური პარტია, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი აღარ არის ის, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები აღარ ტარდება. ამიტომ, ის გენერალური ხაზი, რასაც ამომრჩეველი გვიკვეთავს, რომ დავუბრუნოთ ქვეყანას სამართლიანი არჩევნები, ამას უნდა გავყვეთ. მოპარული არჩევნები ჯერ უნდა დავიბრუნოთ და შე,დეგ ვიფიქროთ ნულოვან ბარიერებზე,”- აღნიშნავს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი. “სტრატეგია აღმაშენებელში” კი აღნიშნავენ, რომ ისინი პოზიციების შეცვლას არ აპირებენ და მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე განმარტავს, რომ “გირჩის” დამატების შემთხვევაშიც არ იქნება 113 ხმა და შესაბამისად, ინიციატივა ნულოვან ბარიერებთან დაკავშირებით არ გავა. უმრავლესობა მზადაა საარჩევნო რეფორმის ფარგლები ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის ნულოვან ბარიერი დააწესოს. მმართველი გუნდი ოპოზიციური ჯგუფების პასუხის მოლოდინშია. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ 0-დან 3%-მდე ბარიერთან დაკავშირებული რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შეიძლება გახდეს....
წყარო

Qrtusa

თბილისი
  • 6 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 დღის წინ

наталья

თბილისი
  • 5 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 9 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 9 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 5 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ