პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით დადოს “ქართულმა ოცნებამ” და აქედან პირდაპირ ჩავდივარ პარლამენტში

პარტია “გირჩის” პარლამენტში შესვლის ერთ-ერთ პირობას, რომელიც პარტია აყენებდა “ქართული ოცნება” დათანხმდა. უმრავლესობა მზადაა საარჩევნო რეფორმის ფარგლები ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის ნულოვან ბარიერი დააწესოს. ნიშნავს, თუ არა “ქართული ოცნების” წინადადება “გირჩის” პარლამენტში შესვლას – ამაზე პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ თუკი უმრავლესობა პროპორციულ არჩევნებს ბუნებრივი ბარიერით დათანხმდება, ის აუცილებლად შევა პარლამენტში. “საკმარისი, რომ ყოფილიყო უკვე პარლამენტში ვიქნებოდი, მაგრამ არ არის საკმარისი იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯის დასაწყისი საუბრის დასაწყებად. კარგია რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყო და გზები არ ჩაიკეტა. ხელისუფლებამ თქვა, რომ მათ შეუძლიათ ამ მიმართულებაზე მუშაობა. პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით დადოს “ქართულმა ოცნებამ” და აქედან პირდაპირ ჩავდივარ პარლამენტში. არ გვაქვს დალაგებული პოლიტიკური სპექტრი, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა. რამდენიმემ იცის მხოლოდ რა უნდა და სამწუხაროდ, დანარჩენებს ისინი იყოლიებენ. ჩვენი ამოცანა კი არის, რომ ყველა ამ ადამიანს დაველაპარაკოთ,”- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ. “გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი კი, მმართველი გუნდისგან პირობების დაკონკრეტებას მოითხოვს. “კარგი იქნება დაზუსტდეს კონკრეტული პირობები, რადგან ჩვენ, ჩვენს კოლეგებთან უკვე ამ პირობებზე უნდა ვისაუბროთ. შესაბამისად, იქაც გვაინტერესებს, მდინარაძე იქნება თუ სხვა, ვინ არის ის ადამიანები, რომლებიც ამ იდეას ბოლომდე არ იზიარებენ. თუ ჩვენ მართლაც სრულად პროპორციულზე შევთანხმდით, ბუნებრივი ბარიერით დღეიდან არა როდესღაც, შეუძლებელი იქნება პოლიტიკოსებმა არ დააფიქსირონ საკუთარი აზრი,”- აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი....
წყარო

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 14 საათის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ