თუ ქვეყანა რეალურად არ გაიხსნება და გახსნა დარჩება ისევ მოჩვენებითი, როგორც დღეს გვაქვს, ჩვენ ვუყურებთ შიმშილს თვალებში

თუ ქვეყანა რეალურად არ გაიხსნება და გახსნა დარჩება ისევ მოჩვენებითი, როგორც დღეს გვაქვს, ჩვენ ვუყურებთ შიმშილს თვალებში, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ამ პირობებში საუბარი იმაზე, რომ საზოგადოების შეკრება ეპიდაფეთქებას გამოიწვევს, არასერიოზულია. „ვფიქრობ, ის წესები, რომელიც დადგენილია უნდა იქნეს შესრულებული, იქნება ეს პირბადე თუ მაქსიმალური მცდელობა, ადამიანებს შორის იყოს დაცული დისტანცია. დანარჩენი თქვენ იცით, რომ ქვეყანაში არ არის შეკრების და გამოხატვის, ასევე მანიფესტაციის უფლება შეზღუდული, ანუ თვითონ კანონი არ აწესებს და არც სახელმწიფო უწესებს მოქალაქეებს შეზღუდვას. ამ პირობებში საუბარი იმაზე, რომ შეკრება ეპიდაფეთქებას გამოიწვევს, არასერიოზულია. მაშინ ხელისუფლებამ ეს უნდა დაასაბუთოს. არა ისე, როგორც ამას აკეთებს დახურულ კარს მიღმა, კაციშვილმა რომ არ იცის, რომელ კანონს ეყრდნობიან, არამედ დაასაბუთოს, რატომ არ შეიძლება ახლა შეკრება, დაასაბუთოს ის კანონით და შეცვალოს კანონი. ასეთ ვითარებაში, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება შეიკრიბოს და გამოხატოს პროტესტი, მათ შორის, გამოხატოს პროტესტი ამ რეგულაციების წინააღმდეგ, რომელიც გაცდენილია საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოს. ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თუ ქვეყანა არ გაიხსნება და ეს გახსნა არ იქნება რეალური, დარჩება ისევ მოჩვენებითი, როგორც დღეს გვაქვს, ჩვენ ვუყურებთ შიმშილს თვალებში. ამიტომ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ხელისუფლება და ვერ შეძლებს ის გადააბრალოს ერთი კონკრეტული დარგის სპეციალისტებს, ამ შემთხვევაში ექიმებს; პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობამ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა....
წყარო

Nina transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 4 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 2 საათის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 3 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 22 დღის წინ