ცერცვაძე შიშობს, "გაბოროტებულმა ადამიანებმა" რამე არ მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან ილაპარაკა დაუმორჩილებლობის აქციის შესახებ. როგორც ის აღნიშნავს, შემცირდა კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები, თუმცა შიშობს, „გაბოროტებულმა ადამიანებმა" რამე არ მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს. „აი, სადღაც ორ კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში, მაგრამ მე ძალიან მეშინია იმის, რაც გუშინწინ მოხდა, იმ გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს, რომ ქვეყანა ასეთი წარმატებით მართავს კოვიდს, რომ ასე მინიმუმამდე დავიდა ინფიცირების შემთხვევა, რამე არ მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს. თუ ეს არ მოხდება, ყველაფერი ძალიან მალე გაიხსნება“, - თქვა ცერცვაძემ. 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებმა კომენდანტის საათი და სხვა რეგულაციები გააპროტესტეს. ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე 2 000 ლარით დააჯარიმეს. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირიდან გალაკტიონის ხიდის გავლით დაიწყეს მსვლელობა. მათ შეუერთდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. აქციის მონაწილეებმა „დედაენის ბაღი“ 7 თებერვალს, დილის 5 საათის შემდეგ დატოვეს. ...
წყარო

Alena

თბილისი
  • 15 საათის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 15 საათის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 1 თვის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 16 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ