თბილისში კორონავირუსის 300-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევიდან თითქმის მესამედი თბილისზე მოდის. ქვეყანაში სულ 18 331 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 4,52 პროცენტია.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
თბილისი - 314,
აჭარა - 37,
იმერეთი - 150,
ქვემო ქართლი - 37,
შიდა ქართლი - 63,
გურია - 43,
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 95,
კახეთი - 73,
მცხეთა-მთიანეთი - 9,
სამცხე-ჯავახეთი - 7,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 8 პაციენტი. ამავე პერიოდში 566-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 263 057 შემთხვევა. მათგან 254 916 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 306 ადამიანი.
...