მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით სკოლაში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

მეხუთე კლასის ზემოთ მოსწავლეებისათვის პირბადეების ტარება სკოლაში აუცილებელი იქნება, ამის შესახებ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, დეტალური ინსტრუქციები სკოლებს ამასთან დაკავშირებით დღესვე დაურიგდებათ. ამ ეტაპისთვის ცნობილია ის, რომ პირბადეებით მოსწავლეებს სკოლები არ უზრუნველყოფენ და მშობლებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ბავშვებმა პირბადეები იქონიონ. მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ინსტრუქციების შესაბამისად სკოლები ხვალიდან მშობლებთან კომუნიკაციას შეუდგებიან იმისთვის, რათა საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ სკოლა კვლავ დარჩეს პანდემიის გავრცელების კუთხით არსებულ უსაფრთხო გარემოდ. მინისტრისვე თქმით, ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა და სწავლის გასაახლებლად სრულ მზადყოფნაშია: „ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში, ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ყველა პრობლემა, მათ შორის, სველი წერტილების საკითხები და სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება ზედმიწევნით დაცული, რომ სკოლა აუცილებლად უნდა იყოს, არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ყველასთვის“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სწავლა თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს. პანდემიასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების გამო, სწავლა ამ ქალაქებში ამ დრომდე ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს. ...
წყარო

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 14 საათის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ