ჩხენკელი: 24-ე სკოლას მივმართეთ, განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტრომ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დისციპლინარულ საბჭოს დირექტორის მოადგილის ქცევის განხილვის მოთხოვნით მიმართა. „ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება“, - უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს 9 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. რამდენიმე დღის წინ მასწავლებლების ფეისბუკჯგუფში 24-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ ეკა ბროლაძემ დაწერა პოსტი, რომელშიც იგი სკოლაში კოვიდაფეთქების ხელოვნურად გამოწვევაზე საუბრობდა. ფეისბუკპოსტში ეკა ბროლაძე მასწავლებლებს ეუბნებოდა, რომ ორი პარალელური კლასისთვის ახალ ცხრილს გააკეთებდა, გაამსხვილებდა კლასებს და მათ მეორე ცვლაში გადაიყვანდა: „დილით ჩაატარებთ ონლაინებს, კათედრიდან შეარჩიეთ ერთი მასწავლებელი, ვინც მოვა და იმ ორ გაკვეთილს ჩაატარებს სკოლაში. დამთავრდება ამით, იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე”, - წერდა ეკა ბროლაძე. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სწავლა თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს. პანდემიასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების გამო, სწავლა ამ ქალაქებში ამ დრომდე ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს. ...
წყარო

Saly

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 12 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 დღის წინ

Vika

ბათუმი
  • 12 საათის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ