რევოლუციას ოპოზიცია ვერასდროს გააკეთებს, მაძღარ და კმაყოფილ ხალხს ვერავინ გამოიყვანს ქუჩაში

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ შეუძლებელია ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს მაშინ, თუ ხალხი კმაყოფილია. თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ პირადად ის ელოდება, როდის მიაღწევს მოსახლეობის უკმაყოფილება პიკს და გავა ქუჩაში, რადგან სურს, მათ დაეხმაროს. “მე ჩემს სიტყვებზე ყოველთვის ვაგებ პასუხს. “რევოლუცია მოვახდინოთ” არასდროს მითქვამს, იმიტომ, რომ რევოლუციას ოპოზიცია ვერასდროს ვერ გააკეთებს და მაძღარ და კმაყოფილ ხალხს ვერასდროს ვერ გამოიყვანს ქუჩაში. ხალხი ქუჩაში გამოჰყავს, ბოდიში და, კანონდამრღვევ, რეგვენ ხელისუფლებას. ხალხი, გამომდინარე ხელისუფლების აღვირახსნილებიდან, ახდენენ რევოლუციებს. სისულელეა, როგორ იტყვის ოპოზიცია რევოლუცია გავაკეთოთ, როგორ გააკეთებს, თუ ხალხი კმაყოფილია. ეს პირადად ჩემი აზრია და არა “სტრატეგია აღმაშენებლის”, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და გიორგი აზრები 99%-ით ემთხვევა ერთმანეთს, არის რაღაც განსხვავებები. პირადად მე, თამარ ჩარკვიანი ველოდები, როდის გამოვა ეს ძალიან გაჭირვებული ხალხი ქუჩაში, რადგან რაღაცით მინდა ვუშველო. მე რევოლუციას კი არ ველოდები, ველოდები, რომ თუ ასე გაგრძელდება და არაფერს შეასრულებს ხელისუფლება, ვაქცინას არ შემოიტანენ, სოციალურს ვერ მიხედავენ, ეს უკმაყოფილება პიკს მიაღწევს. დავდვართ რეგიონებში, ვაგრძელებთ მოსახლეობასთან კომუნიკაციას. სულ მეუბნებიან, რომ ის პერიოდი ოპოზიცია ჩუმად იყავითო. არა, არ ვიყავით ჩუმად, პიკში იყო კოვიდი და პლუს, მოუგვარებელი ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ რაღაც პასუხისმგებლობით მივუდექით ამ საკითხს,”-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა....
წყარო

Tatuli

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 23 წუთის წინ

Dina

თბილისი
  • 12 წუთის წინ