თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციისას მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით ვაქცინაციის დროს „ალერგია არის საყურადღებო მდგომარეობა“ და ის უნდა შეფასდეს ვაქცინაციამდე, ამის შესახებ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამარულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობების შეფასების და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფის მიერ. სადაც არის განსაზღვრული ის შეკითხვები, რაც უნდა დაისვას მდგომარეობის შეფასებისთვის, ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება და შემდგომ როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი განმარტებით, უკვე დაწყებულია იმ სამედიცინო პერსონალის ტრენინგი ვინც ვაქცინაციის პირველ ეტაპს მოემსახურება, მოგვიანებით კი გათვალისწინებულია სრული მოცვა. ასევე ნახეთ საქართველო მოსახლეობის 60 %-ის ვაქცინაციას 2022 წლის ბოლოსთვის შეძლებს - „ეკონომისტის“ კვლევა ამასთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით თითოეულ ვაქცინას აქვს თავისი საინფრმაციო პაკეტი, რაც ცნობილი გახდება დაავადებათა კონტოლის ცენტრის მეშვეობით. „უმრავლეს შემთხვევში მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის, მილიონში შეიძლება ერთეული შემთხვევა დაფიქსირდეს, ბოლო პერიოდში პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა. მაგრამ მზაობის უზრუნველყოფისთვის ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ასევე ნახეთ ვაქცინირებულთა უპირატესობა მსოფლიოსა და საქართველოში საქართველოში წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის აცრა იგეგმება. მათ შორის, გათვლილია, რომ პროცენტულად ყველაზე დიდი წილი (65%) სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იქნებიან. ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 20 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 16 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ania

ბათუმი
  • 4 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 7 საათის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ