რუსეთი აცხადებს, რომ ევროკავშირმა მიიღო განაცხადი Sputnik V-ის რეგისტრაციაზე

ევროკავშირის მედიკამენტების სააგენტომ (ЕМА) მიიღო განაცხადი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის რეგისტრაციაზე. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის პრესსამსახურზე დაყრდნობით. როგორც ფონდი აცხადებს, 19 იანვარს გაიმართა სამეცნიერო კონსულტაცია ვაქცინის შემქმნელებსა და ევროპული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის. 29 იანვარს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა დაიწყო რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება EMA-სთვის. ფონდს EMA-სგან მოეპოვება ოფიციალური დადასტურება, რომ განაცხადი მიღებულია, განაცხადა ფონდმა. მაგრამ ЕМА იტყობინება, რომ მას ჯერ არ მიუღია განაცხადი თავად ვაქცინის მწარმოებლის - გამალეის სახელობის ცენტრისგან. ევროკავშირში რეგისტრაციის ვადებზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, აცხადებს ЕМА. ამჟამად ევროპის კავშირში რეგისტრაცია აქვს გავლილი კორონავირუსის სამ ვაქცინას: Pfizer/BioNTech-ს, Moderna-სა და AstraZeneca-ს. ევროკომისიამ ასევე პრეპარატების მიწოდებაზე კონტრაქტები გააფორმა Johnson & Johnson-თან, Sanofi-GSK-სა და CureVac-სთან. მაგრამ მათ, ისევე, როგორც გამალეის ცენტრს, ჯერ არ შეუტანიათ განაცხადი ЕМА-ში. Sputnik V-მ რუსეთში 11 აგვისტოს გაიარა რეგისტრაცია და გახდა კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რეგისტრირებული ვაქცინა მსოფლიოში. მაგრამ Sputnik V-ის რეგისტრაცია მოხდა მისი შემოწმების პროცესის დასრულებამდე, რამაც ექსპერტთა და მეცნიერთა თანამეგობრობაში ეჭვები გააჩინა მისი ეფექტიანობის თაობაზე. 2 თებერვალს მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე უფრო ავტორიტეტიანმა სამეცნიერო ჟურნალმა Lancet-მა გამოაქვეყნა Sputnik V-ის გამოცდის მესამე სტადიის შუალედური შედეგები. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ პრეპარატის ეფექტიანობამ 91,6% შეადგინა. ...
წყარო

Ania

ბათუმი
  • 4 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 15 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 15 საათის წინ

Alena

თბილისი
  • 20 საათის წინ

Inesa

თბილისი
  • 20 საათის წინ

Nitaa

თბილისი
  • 16 დღის წინ

Elisa

თბილისი
  • 6 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 20 საათის წინ