მინსკის სასამართლოში ჟურნალისტების დარია ჩულცოვასა და კატერინა ანდრეევას პატიმრობის საქმე განიხილება

9 თებერვალს მინსკში დაიწყო სასამართლო პროცესი ჟურნალისტების კატერინა ანდრეევასა და დარია ჩულცოვას წინააღმდეგ, რომლებიც გისოსებს მიღმა 2020 წლის 15 ნოემბრის შემდეგ იმყოფებიან. ჟურნალისტები ბრალდებულები არიან სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჟურნალისტები მილიციამ შარშან დააკავა იმ დროს, როდესაც ისინი სამართალდამცველების მიერ მოკლული რომან ბანდარენკოს ხსოვნისადმი მიძღვნილი დემონსტრაციის დარბევის სცენას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. სასამართლო პროცესი გაძლიერებული დაცვის ქვეშ მიმდინარეობს. სასამართლოს დარბაზში მოხვედრა შეძლო სულ რამდენიმე ჟურნალისტმა, ისიც ძირითადად სახელმწიფო მედიის წარმომადგენელმა. განსასჯელებმა დაადასტურეს, რომ ისინი მუშაობდნენ ტელეარხ „ბელსატში“ და დაკავების დღეს, 15 ნოემბერს ასრულებდნენ რედაქციის დავალებას. დაკავებულების ადვოკატმა, სერგეი ზიკრაცკიმ, მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების კოლეგების პირადი თავდებობით შეცვლის შესახებ. სახელმწიფო ბრალდება ჟურნალისტებს ადანაშაულებს ჯგუფურად ჩადენილი ქმედებებისათვის, რამაც საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა გამოიწვია. სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. ბელარუსის უფლებადამცველი ორგანიზაციები ანდრეევასა და ჩულცოვას პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ და მათ გამართლებასა და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ...
წყარო

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 6 საათის წინ

Lola

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 20 საათის წინ