PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები მოითხოვენ გახელაძის გათავისუფლებას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა ტიტუს კორლატეანმა და კლოდ კერნმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის ცხინვალში ე.წ. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის (12 წლით თავისუფლების აღკვეთა) გამო. თანამომხსენებლების განცხადებით, ეს არის უკანონო სასამართლოს უკანონო განაჩენი. ისინი მოითხოვენ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. „ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ რუსეთის პასუხისმგებლობას, როგორც ქვეყნის, რომელიც აკონტროლებს საქართაველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონს, როგორც დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით 2021 წლის 21 იანვარს", - თქვეს ორმა თანამომხსენებელმა. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საპარლამენტო ასამბლეის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართებაში მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარე 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. დღევანდელი განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში. საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა". კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია. ...
წყარო

Анжелина

თბილისი
  • 8 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 45 წუთის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ