კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევაა სამეგრელო-ზემო სვანეთში
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 544 ახალი შემთხვევიდან, თბილისში დადასტურდა 226 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 78, ქვემო
ქართლი - 23, შიდა ქართლი - 43, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი
- 57, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 13,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 4 879, საიდანაც
2 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 953, აჭარაში - 171, იმერეთში - 464.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 471. აქედან თბილისში - 198, აჭარაში - 49,
იმერეთში - 116.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 133 მოქალაქე იმყოფება. მათგან თბილისში
- 96, აჭარაში- 6, იმერეთში - 18.
316 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 153 - თბილისში,
152 - აჭარაში, 11 - იმერეთში.
2 469 პირი სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 421 ადამიანი. თბილისში - 213,
ხოლო აჭარაში - 110.
სულ 6 ოქტომბრიდან 9 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 715 მოქალაქე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 884 ადამიანი. თბილისში - 7
539 პირი, აჭარაში - 684, იმერეთში - 1 410....