ოკუპირებულ აფხაზეთში უახლოეს პერიოდში ელოდებიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას რუსეთიდან. ამის შესახებ
ჟურნალისტებს დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ
წახნაკიამ განუცხადა.
"ეს საკითხი განიხილება მთავრობების დონეზე. ვფიქრობ თებერვალში ჩვენ
ვაქცინა გვექნება", - განმარტა მან კორონავირუსთან ბროლის ე.წ.
საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების
შემდეგ. მის კომენტარს აფხაზური სააგენტო
"აფსნიპრესი" აქვეყნებს.
მისი სიტყვებით, რუსეთს COVID19-ის საწინააღმდეგო 3 ტიპის ვაქცინა
აქვს შემუშავებული. ოფიციალური მოთხოვნისას კი მათ ორი მათგანი
მოიუთითეს - "სპუტნიკ V" და "ეპივაკკორონა". მისივე თქმით, რომელს
მიიღებენ "ეს დამოკიდებულია თუ რის გამოგზავნას შეძლებს რუსეთი
ჰუმანიტარული დახმარების სახით“.
თამაზ წახნაკიას განცხადებით, პირველ ეტაპზე 10 ათასამდე ადამიანის
აცრაა დაგეგმილი. მათ შორის უპირატესია მედპერსონალი და ე.წ. ძალოვანი
უწყების წარმომადგენლები.
"ამის შემდეგ კი ჩვენ დავიწყებთ უკვე ყველა მსურველის აცრას", -
დასძინა ე.წ. მინისტრმა.
10 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში
კორონავირუსზე 411 მოქალაქე გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი 51-ს
დაუდასტურდა. სულ 11869 გამოვლენილი შემთხვევაა. აქედან 10867
პაციენტი გამოჯანმრთელდა, 184 კი გარდაიცვალა....