ევროკომისია აკრიტიკებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად არსებულ სამართლებრივ ჩარჩოს

საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში გამოაქვეყნეს. დოკუმენტი ასახავს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს მთელ რიგ მიმართულებებს. ანგარიშში, მათ შორის, აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში მართლმსაჯულების კვლავ არსებითია მართლმსაჯულების სისტემაში ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა. ევროკომისია აქცენტს აკეთებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად მიმდინარე კონკურსზე. „მნიშვნელოვანი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა რაც შეიძლება მალე, რომ უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეები არ დაინიშნონ არსებული სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმა კვლავ პრიორიტეტია", - ვკითხულობთ ანგარიშში. მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების თავში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით. „30 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის პროცესთან დაკავშირებით. პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის მოსაზრების გამოქვეყნებას, აკმაყოფილებდა თუ არა შესწორებების პროექტი ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს, მიუხედავად იმისა, რომ მან ეს დასკვნა მეორე მოსმენის შემდეგ მოითხოვა. ვენეციის კომისიის 8 ოქტომბერს მიღებულ გადაუდებელ მოსაზრებაში, აღნიშნულია, რომ ცვლილებები სწორი მიმართულებით მიდის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ ხმას თან უნდა ახლდეს საჯარო წერილობითი დასაბუთება. ამასთან, ვენეციის კომისია ითხოვდა ხმის და დასაბუთების მიმცემი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვინაობის გამხელას. ეს შექმნის საფუძველს გასაჩივრების ეფექტური მექანიზმისა და საზოგადოების მხრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების ქცევის კონტროლის გაზრდისათვის. გარდა ამისა, ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ ცვლილებაშეტანილი კანონმდებლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეორე გადაწყვეტილების მეორე და საბოლოო გასაჩივრებას არ ითვალისწინებს და რომ უზენაესი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა პროცედურის შესაჩერებელი მექანიზმი", - აღნიშნულია ანგარიშში. ...
წყარო

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

наталья

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 8 თვის წინ