„საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის" - ევროკომისიის ანგარიში

ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში გამოაქვეყნეს ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. ანგარიშის დასკვნით ნაწილში, რომელშიც ლაპარაკია სამომავლო პერსპექტივებზე, მითითებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დიალოგის საჭიროების შესახებ. „პირველ რიგში, განახლებულმა სამართლებრივმა ჩარჩომ, რომლის შესახებ შეთანხმება პარტიებს შორის დიალოგის შედეგად 2020 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მოხდა, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარი საფუძველი მოამზადა და ნაწილობრივ გაითვალისწინა ეუთო/ODIHR-ის და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციები. თუმცა არჩევნების ზოგადად კონკურენტულ გარემოში ჩატარების მიუხედავად, იყო რიგი ხარვეზებისა, რომელმაც პროცესის მიმართ ნდობა შეარყია და ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი მოწვევის პარლამენტის საწყის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა. ეს ცხადყოფს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის საჭიროებას, მათ შორის, ეუთო/ODIHR-ის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინებით ინკლუზიური დიალოგის საშუალებით 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ. მოკლევადიან პერიოდში, საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მუშაობა ფართო რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად. უფრო ფართო კონტექსტში, პოლარიზაციის განმუხტვა ქართულ პოლიტიკასა და მედიაში კვლავ გამოწვევად რჩება", - ვკითხულობთ ანგარიშში. ...
წყარო

Ирина

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 14 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 29 წუთის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 2 საათის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 8 თვის წინ