სენატში დაიწყო დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი

9 თებერვალს, აშშ-ის სენატში დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მეორე იმპიჩმენტის პროცესი, რომელმაც უნდა დაადგინოს, არის თუ არა ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავე „ამბოხისკენ წაქეზებაში“ და რა როლი მიუძღვის მას იმ სისხლიან არეულობაში, რაც ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების დამადასტურებელი ბოლო კენჭისყრის დროს კაპიტოლიუმზე იერიშს მოჰყვა. პროცესი დაიწყო ორპარტიულ შეთანხმებაზე პროცედურული კენჭისყრით, რომელიც განსაზღვავს სასამართლო განხილვის წესებს. შემდეგ სენატი შეუდგება იმის განხილვას, არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისი ყოფილი პრეზიდენტის სასამართლებრივი დევნა. მოსალოდნელია, რომ დემოკრატები შეძლებენ დაამტკიცონ, რომ პროცესი კონსტიტუციურია, რაც შესაძლებელს გახდის იმპიჩმენტის პროცესის გაგრძელებას. დონალდ ტრამპის ადვოკატები აპორებენ დაამტკიცონ, რომ იმპიჩმენტის პროცესი „მრავალი მიზეზის გამო წარმოადგენს არაკონსტიტუციურს“, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპის რიტორიკა ამბოხის დაწყების წინ, წარმოადგენს კონსტიტუციით დაცულ სიტყვის თავისუფლებას. წარმომადგენელთა პალატის მენეჯერებს, იგივე ბრალმდებლებს, 16-საათი ექნებათ საკუთარი არგუმენტებისა და მოსაზრებების წარსადგენად. იგივე დროსა და პირობებში წარადგენენ საკუთარ არგუმენტებს პრეზიდენტის დაცვის მხარის წარმომადგენლები. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, 13 იანვარს. წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის 10-მა რესპუბლიკელმა, ამბოხებისკენ წაქეზებად შეაფასა 6 იანვარს მხარდამჭერთა მიტინგზე ტრამპის გამოსვლა, რის შემდეგაც მისი ასეულობით მონაწილე კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა და მოითხოვდა, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობისას 5 ადამიანი დაიღუპა. იმპიჩმენტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმას ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის განცხადებებმა არჩევნების გაყალბების შესახებ. ...
წყარო

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nina transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 5 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ