იტალიაში საქართველოს 23 მოქალაქე დააკავეს, საფრანგეთში - 18

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 9 თებერვალს იტალიასა და საფრანგეთში ჩატარებული ოპერაციების შედეგად სხვადასხვა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. კერძოდ, ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში გამოავლინეს და დააკავეს იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 23, პოლინეთში-2, საბერძნეთში-1, ბელგიაში 1 და სლოვენიაში 1 მოქალაქე, რომლებიც იტალიის რესპუბლიკასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს. „გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ იტალიაში ბინებს ქურდავდნენ, მოპარულ ნივთებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით კონკრეტულ ადგილებზე აბარებდნენ, ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კი იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალური ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას ცდილობდნენ“, - აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამავე განცხადებით ოპერაცია „კანონიერი ქურდი“ იტალიელმა სამართალდამცავებმა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს პოლიციის ატაშეების ჩართულობით განახორციელეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 9 თებერვალს რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთობლივი ოპერაცია „BRATVA-35” ჩატარდა საფრანგეთშიც. ოპერაციის შედეგად საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქებში როშ-სურ-იონში, ნუარში, ანჟერში, ბორდოსა და რენში ქართული წარმოშობის „კანონიერი ქურდი“ კ.ა. და საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ფრანგი სამართალდამცავების მიერ დაკავებული პირები ორგანიზებული დაჯგუფების წევრები იყვნენ და საფრანგეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე აქტიურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 23 საათის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Анжелина

თბილისი
  • 8 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ