აშშ-ის სენატმა კონსტიტუციურად ცნო დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესს. სენატი დაეთანხმა დემოკრატების არგუმენტს იმის თაობაზე, რომ იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც უკვე აღარ იკავებს თანამდებობას და კერძო პირს წარმოადგენს, ნებადართულია ამერიკის კონსტიტუციის მიერ. ტრამპის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ სენატს არ აქვს იურიდიული უფლებამოსილება ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის განსახილველად. ოთხსაათიანი დებატების შემდეგ, რომლის დროსაც ორივე მხარემ წარადგინა თავისი არგუმენტები, სენატში კენჭისყრაზე დადგა თანამდებობიდან წასული პრეზიდენტის იმპიჩმენტის კონსტიტუციურობის საკითხი. სენატმა 56 ხმით 44-ის წინააღმდეგ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო. იმპიჩმენტის პროცედურას მხარი ექვსმა რესპუბლიკელმა სენატორმა დაუჭირა. CNN-ის ცნობით, ესენი არიან ბილ კესიდი, სიუზან კოლინზი, ლიზა მურკოვსკი, მიტ რომნი, ბენ სასე და პეტ ტუმი. სენატორები ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის გასაგრძელებლად ოთხშაბათს შეიკრიბებიან. წარმომადგენელთა პალატის მენეჯერებს, იგივე ბრალმდებლებს, 16-საათი ექნებათ საკუთარი არგუმენტებისა და მოსაზრებების წარსადგენად. იგივე დროსა და პირობებში წარადგენენ საკუთარ არგუმენტებს პრეზიდენტის დაცვის მხარის წარმომადგენლები. იმპიჩმენტის პროცესმა უნდა დაადგინოს არის თუ არა ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავე „ამბოხისკენ წაქეზებაში“ და რა როლი მიუძღვის მას იმ სისხლიან არეულობაში, რაც ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების დამადასტურებელი ბოლო კენჭისყრის დროს კაპიტოლიუმზე იერიშს მოჰყვა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, 13 იანვარს. წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის 10-მა რესპუბლიკელმა, ამბოხებისკენ წაქეზებად შეაფასა 6 იანვარს მხარდამჭერთა მიტინგზე ტრამპის გამოსვლა, რის შემდეგაც მისი ასეულობით მონაწილე კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა და მოითხოვდა, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობისას 5 ადამიანი დაიღუპა. იმპიჩმენტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმას ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის განცხადებებმა არჩევნების გაყალბების შესახებ. ...
წყარო

Яна

თბილისი
  • 5 დღის წინ

Oksana

თბილისი
  • 11 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 2 დღის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 9 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 11 საათის წინ

Qeti

თბილისი
  • 9 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 11 საათის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 19 დღის წინ