პერსონალური და საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას კვირის ბოლომდე ეცოდინება

ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ადასტურებს, რომ პარტიაში სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიაში მიმდინარე პროცესებთან, პერსონალურ და საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. მისივე თქმით, შიდაპარტიული პროცესები არ ცვლის საერთო ოპოზიციურ გადაწყვეტილებას, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადონ. „პოლიტიკურ პარტიას, ისევე როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, მუდმივად სჭირდება განახლება. დღეს საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო, რომ არამხოლოდ „ევროპული საქართველოსგან“, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან ის ელოდება სიახლეებს, ახალ ხედვასა და განახლებას. აქედან გამომდინარე, „ევროპულ საქართველოშიც“ მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები. ეს მსჯელობა, ჯერჯერობით, მიმდინარეობს. ამიტომ მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ. უახლოეს დღეეებში, კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რაც დღეს ხაზგასმით შემიძლია ვთქვა არის ის, რომ როგორიც არ უნდა იყოს შიდაპარტიული გადალაგება, ის გავლენას არ მოახდეს ოპოზიციის საერთო პოზიციონირებასა და ამოცანებზე, კერძოდ, მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მიმდინარე ბრძოლა, პარლამენტის ბოიკოტი და და პარლამენტში არშესვლის ნიშნად დაწერილი განცხადებები. ვერანაირი შიდა პარტიული გადანაწილება ამ პრინციპულ საკითხზე გავლენას ვერ მოახდეს და ვერ შეცვლის. ბოიკოტი დარჩება ძალაში. „ევროპული საქართველო“ დარჩება ოპოზიციურ ფლანგზე“, – განაცხადა ბაქრაძემ....
წყარო

Saly

თბილისი
  • 6 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 12 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Анжелина

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 20 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 4 დღის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ