9 თებერვალს თბილისში მეტროთი და ავტობუსით 450 ათასამდე ადამიანმა იმგზავრა

გუშინ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების მეორე დღეს, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით - მეტროთი და ავტობუსით 447 255-მა ადამიანმა იმგზავრა. ინფორმაცია "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ამ მონაცემებში არ შედის მიკროავტობუსებით გადაყვანილი მგზავრების ოდენობა. 9 თებერვალს ავტობუსი 250 443-მა მგზავრმა გამოიყენა, მეტრი კი - 196 812-მა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით იყო ხარვეზები. კერძოდ: 524 მგზავრი ეცადა პირბადის გარეშე ასვლას საზოგადოებრივ ტრანსპორტში; 3 790 მგზავრი გააფრთხილეს პირბადის არასწორად გამოყენების გამო; 1 შემთხვევაში გამოიძახეს პატრული. კორონავირუსის პანდემიის გამო თბილისსა და 7 დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო. შემთხვევების რაოდენობის შემცირების გამო 8 თებერვლიდან მთელ საქართველოში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. კორონავირუსის პანდემიამდე მეტროსა და ავტობუსს, საშუალოდ, დღეში 700 ათასი მგზავრი გადაჰყავდა. ...
წყარო

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lusi

თბილისი
  • 16 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 15 საათის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Олеся

თბილისი
  • 6 დღის წინ

наталья

თბილისი
  • 4 დღის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 9 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 დღის წინ