იოსელიანი: ვიცე-სპიკერობის პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ, ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და ცხენიც
"მოქალაქეების" ერთ-ერთი წევრი, ლევან იოსელიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს, ამბობს, რომ არ აპირებს კანონით გათვალისწინებული პრივილეგიების გამოყენებას. მან "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიხვდა, რომ ეს პრივილეგიები არ სჭირდება.
"პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ. არ ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენო. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა და ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან და პანდემიის გამო ასეთ მდგომარეობაშია ეკონომიკა, ჩემი პრივილეგიებით სარგებლობა უხერხულობა იქნება... მე ვცხოვრობ საბურთალოზე, იმისთვის, რომ მივიდე რუსთაველზე, არ მჭირდება მანქანა და მძღოლი. მე თვითონაც ვმართავ მანქანას. მყავს სკუტერიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცხენიც კი. ასე რომ, ყველგან შემიძლია მივიდე სახელმწიფოს დახმარების გარეშე", - თქვა იოსელიანმა.
ასევე ნახეთ
ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს
ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმების შემდეგ შევიდნენ. ამის შემდეგ იოსელიანი ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს.
...