გამოძიება: კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნა სავარაუდოდ გამოიწვია პილოტის ღრუბლებში დეზორიენტაციამ

კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნა, რასაც ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი ემსხვერპლა, სავარაუდოდ გამოიწვია პილოტის დეზორიენტაციამ, რომელიც ღრუბლებში შეფრინდა და არ დაიცვა სტანდარტული პროცედურები, - აცხადებენ გამომძიებლები. აშშ-ის სახელმწიფო ტრანსპორტაციის უსაფრთხოების საბჭომ (NTSB) 9 თებერვალს გამოაცხადა, რომ მისი გამოძიების თანახმად, პილოტმა არა ზობაიანმა სავარაუდოდ განიცადა "სივრცეში დეზორიენტაცია და კონტროლის დაკარგვა", როცა ცუდ ამინდში გაფრინდა. ფრენის დროს ზობაიანმა საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებელ უწყებას შეატყობინა, რომ ვერტმფრენი ღრუბლებიდან გამოდიოდა - მაშინ, როცა რეალურად ის ქვემოთ ეშვებოდა. "საქმე ეხება სივრცულ დეზორიენტაციას, რომელშიც პილოტმა შესაძლოა არ იცოდეს, რომელია გზა ზედა ან ქვედა მიმართულებით, არ იცოდეს, ის მარცხნივ თუ მარჯვნივ გადადის", - ამბობს NTSB-ის ხელმძღვანელი, რობერტ სუმვალტი. NTSB აცხადებს, რომ პილოტმა, ვერტმფრენის ღრუბლებში შეყვანით, წესები დაარღვია. ვერტმფრენი Sikorsky S-76B ლოს-ანჯელესთან ახლოს ჩამოვარდა, 2020 წლის 26 იანვარს, რასაც ემსხვერპლნენ ბრაიანტი, მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ შვიდი პირი. კობი ბრაიანტი 41 წლის იყო. ის აქტიური სპორტიდან 2016 წელს წავიდა. Los Angeles Lakers-ის შემადგენლობაში ბრაიანტს NBA-ს ხუთი ჩემპიონატი აქვს მოგებული. 18-ჯერ იყო NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ შემადგენლობაში. ...
წყარო

Vika

ბათუმი
  • 3 დღის წინ

Lata

თბილისი
  • 7 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ