RSF: დაპატიმრებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ასლანოვის სიცოცხლე საფრთხეშია

ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) აზერბაიჯანს მოუწოდებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ჟურნალისტს, ფოლად ასლანოვს, რომელიც 19 თვეა პატიმრობაშია და ერთ კვირაზე მეტია შიმშილობს. ასლანოვის „ისედაც დასუსტებული ჯანმრთელობა უარესდება რვა დღის განმავლობაში შიმშილის გამო, სამართლიანი სასამართლოს და შინაპატიმრობაში გადაყვანის მოთხოვნებით“, - ამბობს პარიზში განთავსებული მედიის თავისუფლების ორგანიზაცია 9 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში. RSF-ის თქმით, ასლანოვი მხოლოდ 44 კილოგრამს იწონიდა შიმშილობის დაწყებისას, და ახლა მას თირკმლის და კუჭის ტკივილი აწუხებს. ჯგუფი ავრცელებს ჟურნალისტის ცოლის სიტყვებს, რომ მას სამედიცინო დახმარებას არ უწევენ. ასლანოვი, რომელიც ახალი ამბების საიტების, xeberman.com-ისა და press-az.com-ის რედაქტორი იყო, კრიტიკულად ეკიდება მთავრობას, ქვეყანაში, სადაც, RSF-ის თქმით, ბევრი მედიასაშუალება გააჩუმეს ან ქვეყნიდან გააძევეს, მთავარ დამოუკიდებელ ვებსაიტებს ბლოკავენ და სულ მცირე კიდევ ორი ჟურნალისტი პატიმრობაშია. ასლანოვი 2019 წლის ივნისში დააპატიმრეს, როცა იძიებდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წევრების შესაძლო მონაწილეობას გამოძალვის საქმეში. 2020 წლის ნოემბერში ის, RSF-ის შეფასებით, შეთითხნილ ბრალდებაში, ქვეყნის ღალატში ცნეს დამნაშავედ. ჟურნალისტი ბრალს უარყოფს, მან ბრალდება დამტკიცებიდან რამდენიმე დღეშივე გაასაჩივრა, თუმცა მისი საჩივრის განხილვა სასამართლომ მხოლოდ 4 თებერვალს დაიწყო. RSF-ის შეფასებით, განხილვის ასეთ დაგვიანებას გამართლება არ აქვს. ...
წყარო

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 5 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ania

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 1 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ