უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილს მოუწოდებს, თავი შეიკავოს საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს უკრაინის მოქალაქე საჯარო პირებს, თავი შეიკავონ მეგობარ სახელმწიფო საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებში მონაწილებისკენ მოწოდებებისგან. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარში, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკშვილის გამონათქვამებს უკავშირდება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ასეთი განცხადებები შესაძლოა შეფასდეს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევა, რასაც უკრაინა კატეგორიულად ეწინააღმდეგება. „უკრაინის სახელმწიფოს არასდროს მიუმართავს, არც მომავალში მიმართავს ასეთ ჩარევებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო არენაზე ამგვარ ქმედებებს“, - ნათქვამია კომენტარში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ასევე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის მისამართით გაკეთებულ გამოთქვამებს. უწყება მას უსაფუძვლოდ აფასებს. „არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, ბრალმდებლის ემოციების გარდა. ამაზე უკრაინული დიპლომატია არ მოცდება და გააგრძელებს რუსულ ჰიბრიდულ აგრესიასთან ეფექტიანად წინააღმდეგობას. მსოფლიოს მობილიზებას უკრაინის მხარდასაჭერად, უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრების გახსნას და თანამემამულეების საზღვარგარეთ უფლებების წარმატებით დაცვას“, – ნათქვამია კომენტარში. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 9 თებერვალს ფეისბუკის გვერდზე, უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი დაადანაშაულა უკრაინის საწინააღმდეგო ინტერესების გატარებაში, მას ასევე უწოდა მექრთამე და კორუმპირებული. მანამდე იგორ დოლგოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰქონდა შეხვედრა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხებოდა. „სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენების და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით“, - განაცხადა ელჩმა. 6 თებერვალს დაწყებულ დაუმორჩილებლობის აქციას „ფეისბუკზე" გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან აქციას პირველი მერცხალი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი მთელ საქართველოში. ...
წყარო

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 8 საათის წინ

Qeti

თბილისი
  • 12 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 7 დღის წინ