ურზულა ფონ დერ ლაიენმა აღიარა შეცდომები ვაქცინებით ევროკავშირის ქვეყნების მომარაგებაში

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა აღიარა დაშვებული შეცდომები საკმარისი რაოდენობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სწრაფად მოპოვების სტრატეგიაში. მანამდე ის კანონმდებლებმა გააკრიტიკეს ევროკავშირის 447 მილიონი მოქალაქის ვაქცინებით მომარაგებაში შეფერხებისთვის. „ჯერაც არ ვართ იქ, სადაც გვინდა ვიყოთ. გვიან მოვახდინეთ ავტორიზაცია. ზედმეტად ოპტიმისტურად შევაფასეთ მასობრივი პროდუქციის შესაძლებლობები, და, შესაძლოა, ზედმეტად გვჯეროდა, რომ რაც შევუკვეთეთ, იმას დროულად მივიღებდით კიდეც“, განაცხადა ფონ დერ ლაიენმა 10 თებერვალს ევროპის პარლამენტის სხდომაზე. მაგრამ გერმანელმა პოლიტიკოსმა დაიცვა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკა მისი 27-ვე წევრი ქვეყნისთვის. დღეს, როცა ევროკავშირში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია COVID-19-ისგან გარდაცვლილი, ევროკომისიას ხშირად აკრიტიკებენ ვაქცინების მიწოდების ნელი ტემპისთვის მისი სქემით, რომელიც მას საშუალებას აძლევს, ვაქცინების შესყიდვებზე მოლაპარაკებები აწარმოოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით. ვაქცინაცია ასევე დააბრკოლა შეფერხებებმა ვაქცინების მწარმოებელთა მხრიდან, რომლებსაც წარმოების მოცულობისა და მიწოდების პრობლემები შეექმნათ. ...
წყარო

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 6 საათის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 11 საათის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 22 საათის წინ