ევროსასამართლოში პირველი საჩივარი შეიტანეს ნავალნის მხარდამჭერი აქციების შემდეგ

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა საჩივარი ეკატერინბურგში ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორის, ალექსეი გრესკოს დაპატიმრების თაობაზე 23 იანვრის არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისთვის. როგორც ადვოკატმა ალექსეი ბუშმაკოვმა განაცხადა, ეს რუსეთის მოქალაქეების პირველი საჩივარია ევროსასამართლოში, რაც იანვარში ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ მიტინგებთანაა კავშირში. 24 იანვარს სასამართლომ გრესკო 10 დღით დააპატიმრა საჯარო ღონისძიებების ჩატარების წესის დარღვევის მუხლით. მანამდე ერთი დღით ადრე აქტივისტი დააკავეს ნავალნის მხარდასაჭერი მიტინგის შემდეგ. დაკავების საფუძველი გახდა ვიდეორგოლი სახელწოდებით „ეკატერინბურგი 23 იანვარს ქუჩებში გადის“. სასამართლომ მიიჩნია, რომ გრესკომ აგიტაცია განახორციელა არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებაზე ხალხის მისაზიდად. პოლიციის ოქმში გრესკო აქციის ორგანიზატორად მოიხსენიება. გრესკო ამტკიცებს, რომ არ ყოფილა ორგანიზატორი: „მივდიოდი კოლონის ბოლოში, არავის ვაძლევდი მითითებებს, ლოზუნგებს არ გავიძახდი და ტრანსპარანტები არ მეჭირა“, ნათქვამია ევროსასამართლოსთვის გაგზავნილ საჩივარში. გრესკო მიიჩნევს, რომ რუსეთის სასამართლომ მასთან მიმართებით დაარღვია ევროპული კონვენციები აზრის გამოთქმის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების, სამართლიან სასამართლოზე უფლებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უფლების შესახებ. ...
წყარო

Ирина

თბილისი
  • 4 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 2 საათის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 7 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 7 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 6 საათის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ