ბეჟაშვილის თქმით, ენმ ვადამდელი არჩევნების კონტექსტში დაუჭერს მხარს ბუნებრივ ბარიერს

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებას ბუნებრივი ბარიერის შემოღების მიზნით კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ, ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელთან ერთადაც „რესპუბლიკელები“ ბლოკში „ძალა ერთობაშია“ არიან გაერთიანებული. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ამ საკითხს მხარს დაუჭერენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში. „ნებისმიერი საკითხი, იქნება ეს პარტიებისათვის ბუნებრივი ბარიერის დაწესება, საარჩევნო კომისიებში რეფორმების განხორციელება თუ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, მხარდაჭერილი იქნება ჩვენი მხრიდან, ოღონდ ეს უნდა იყოს კონტექსტში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში ბუნებრივია, ეს ემსგავსება ცალკეული პარტიის ან პოლიტიკოსის მოსყიდვას გარკვეული პირობით. ამიტომ, ჩვენთვის მთავარი გამაერთიანებელი არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ამ საკითხთან დაკავშირებით განხილვისა და მხარდაჭერისთვის მზად ვართ“, - თქვა ბეჟაშვილმა. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერის შემოღებას, „რესპუბლიკური პარტიის“ ორი დეპუტატი - ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია მზად არიან, მას სამივე მოსმენაზე მხარი დაუჭირონ. მისი განმარტებით, ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, მუშაობას, დარჩენას. „ეს ნიშნავს ხელის მიჭერას, რომ მივიღოთ უკეთესი მომავალი“, - აღნიშნა სამნიძემ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 8 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მმართველი პარტია მზად არის, უბარიერო საარჩევნო სისტემა განიხილოს 2024 წლის არჩევნებისთვის. მდინარაძე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ წინადადებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს. მამუკა მდინარაძის თქმით, მემორანდუმით, რომელიც ღიაა ყველა საპარლამენტო პარტიისთვის, „ქართულ ოცნებას“ ისედაც აქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი ხმების (მანდატების) არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3%-მდე. მისი განცხადებით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის - უბარიერო სისტემასაც. მემორანდუმში, რომელსაც ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ გარდა პარტია „მოქალაქეები“ აწერს ხელს, ნათქვამია: „მემორანდუმის პირველი პუნქტის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დადგინდება 5-პროცენტიანზე დაბალი, არაუმეტეს 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი“. იქვე აღნიშნულია, რომ „ბარიერი დაზუსტდება შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვების ფარგლებში“. მოქმედი კონსტიტუციით, 20...
წყარო

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 1 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 5 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ