აშშ-ის სენატში გრძელდება დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის პროცესი

აშშ-ის სენატში გრძელდება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის პროცესი, რომელმაც უნდა დაადგინოს, არის თუ არა ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავე „ამბოხისკენ წაქეზებაში“ და რა როლი მიუძღვის მას იმ სისხლიან არეულობაში, რაც მოჰყვა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების დამადასტურებელი ბოლო კენჭისყრის დროს კაპიტოლიუმზე იერიშს. წარმომადგენელთა პალატის მენეჯერებს, იმავე ბრალმდებლებს, 16-საათი აქვთ საკუთარი არგუმენტებისა და მოსაზრებების წარმოსადგენად. იმავე დროსა და პირობებში წარმოადგენს საკუთარ არგუმენტებს პრეზიდენტის დაცვის მხარე. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, 13 იანვარს. წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის 10-მა რესპუბლიკელმა, ამბოხებისკენ წაქეზებად შეაფასა 6 იანვარს მხარდამჭერთა მიტინგზე ტრამპის გამოსვლა, რის შემდეგაც მისი ასეულობით მონაწილე კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა და მოითხოვდა, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობისას 5 ადამიანი დაიღუპა. იმპიჩმენტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმას ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის განცხადებებმა არჩევნების გაყალბების შესახებ. ...
წყარო

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 1 საათის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 6 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 4 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 14 წუთის წინ

Ania

ბათუმი
  • 5 თვის წინ