ევროკავშირის რეგულატორს არ მიუღია განაცხადი რუსული წარმოების ვაქცინის რეგისტრაციაზე

ევროკავშირის უწყებამ, მედიკამენტების ევროპულმა სააგენტომ განაცხადა, რომ არ მიუღია განაცხადი COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V-ის რეგისტრაციისთვის. განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები განაგრძობენ მოლაპარაკებებ, რათა განსაზღვრონ მოქმედების შემდგომი გეგმა. ადრე რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი იტყობინებოდა, რომ Sputnik V-ის რეგისტრაციისთვის განაცხადი გაგზავნილია. ფონდი ამ პრეპარატის გავრცელებაზე ზრუნავს. ამასთან, ევროკავშირის სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ განაცხადი თავად ვაქცინის მწარმოებლის, გამალეის სახელობის ცენტრისგან ჯერჯერობით არ არის მიღებული. Sputnik V-მ რუსეთში 11 აგვისტოს გაიარა რეგისტრაცია და გახდა კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რეგისტრირებული ვაქცინა მსოფლიოში. მაგრამ Sputnik V-ის რეგისტრაცია მოხდა მისი შემოწმების პროცესის დასრულებამდე, რამაც ექსპერტთა და მეცნიერთა თანამეგობრობაში ეჭვები გააჩინა მისი ეფექტიანობის თაობაზე. 2 თებერვალს მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე უფრო ავტორიტეტიანმა სამეცნიერო ჟურნალმა Lancet-მა გამოაქვეყნა Sputnik V-ის გამოცდის მესამე სტადიის შუალედური შედეგები. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ პრეპარატის ეფექტიანობამ 91,6% შეადგინა. ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 8 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 4 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ