კარგია თუ “რესპუბლიკელებს” სურვილი გაუჩნდათ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ ვფიქრობ, პარლამენტი არ არის ერთჯერადი მოხმარების

კარგია თუ “რესპუბლიკელებს” სურვილი გაუჩნდათ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ ვფიქრობ, პარლამენტი არ არის ერთჯერადი მოხმარების”, – ამის შესახებ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ “რესპუბლიკური პარტიის” ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ რომელიმე პარტია პარლამენტში მხოლოდ კონკრეტული საკითხის გამსახილველად შედის, ე.ი. მათ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ბედი აინტერესებთ. “თუ პარლამენტში მხოლოდ საარჩევნო სისტემის განხილვისთვის შემოდიან, ე.ი. მათ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და საკუთარი ბედი აინტერესებთ და არა ძალიან ბევრი საკითხი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. სასურველი და აუცილებელია, ოპოზიცია ასეთი საკითხების განხილვას ესწრებოდეს”,- განაცხადა ხუნდაძემ. მისივე თქმით, მხოლოდ საარჩევნო თემატიკა არ არის ის საკითხები, რომლებიც პარლამენტში ერთობლივად უნდა გადაწყდეს. „ჩვენ განვაცხადეთ, რომ საარჩევნო თემატიკის განხილვისათვის “ქართული ოცნება” არის მზად ნულიდან სამ პროცენტამდე ბარიერის განხილვის კონტექსტში. ამ დიაპაზონში ვიმუშავებთ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებთან, ვინც პარლამენტში შემოვა და გადაწყვეტილება იქნება მათთან ერთად განხილული. მხოლოდ საარჩევნო თემატიკა არ არის ქვეყნის წინაშე მდგარი საკითხი, ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც პარლამენტში ერთობლივად უნდა გადაწყდეს”, – განაცხადა ხუნდაძემ. ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა....
წყარო

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 3 დღის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 12 საათის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 8 დღის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ