ტყიბულელი მეშახტეები განახევრებულ ხელფასს შახტში გამოკეტილები აპროტესტებენ

ტყიბულში N4 ნახშირმომპოვებელი უბნის მეშახტეთა ნაწილი ცვლის დასრულების შემდეგ შახტში ჩაიკეტა და ამოსვლაზე უარს ამბობს. ისინი იანვრის თვის სახელფასო ანაზღაურების განახევრებას აპროტესტებენ. მეშახტეთა პროტესტს ადასტურებენ შახტის ადმინისტრაციაში და განმარტავენ, რომ მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. როგორც მეშახტეთა ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენელი, მინდელის სახელობის შახტის ცვლის უფროსი, ხვიჩა გაბუნია რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, ადმინისტრაციის ინფორმაციით, მე-17 უბანში ქვანახშირის მოპოვების თვიური გეგმა ვერ შესრულდა, რის გამოც შახტში დასაქმებულებს იანვრის თვის ხელფასი გაუნახევრდათ. ხვიჩა გაბუნიას განცხადებითვე, ხელშეკრულების მიხედვით, თუ ნახშირის მოპოვების თვიური გეგმა ვერ შესრულდება, მეშახტის დღიური ხელფასი 45 ლარითაა განსაზღვრული. მეშახტეები თვეში 20 დღე მუშაობენ, ხელფასს აკლდება საშემოსავლო გადასახადი და იანვრის თვის ხელფასი 720 ლარამდე უწევთ, რაც გეგმის შესრულების დროს თითქმის ორმაგია. „ეს ხელშეკრულება არის კაბალური, რადგან ნახშირის მოპოვების გეგმის შეუსრულებლობა მხოლოდ მეშახტეებზე არ არის დამოკიდებული. ახლა გამოსავალი ადმინისტრაციასა და უბნის ხელმძღვანელსა და მუშებს შორის მოლაპარაკებაშია. დღეს მე-4 უბანმა ვერ შეასრულა გეგმა, მომდევნო თვეში შეიძლება ჩემს უბანს უთხრან, რომ გეგმა ვერ შესრულდა. ამიტომ აუცილებელია გარკვევა და მოლაპარაკება, რაც მარტივი არ იქნება“- ამბობს მეშახტე ხვიჩა გაბუნია. გაბუნია არ გამორიცხავს მოლაპარაკების არასასურველ შედეგით დასრულების შემთხვევაში პროტესტს სხვა მეშახტეებიც შეუერთდნენ. ძიძიგურის შახტში 10-ზე მეტი მუშა 10 თებერვალს მეოთხე ცვლის შემდეგ დარჩა. ტყიბულის მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებს 12 წლის განმავლობაში ფლობდა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, რომელმაც 2019 წლის შემოდგომაზე აქტივები გადასცა უკრაინულ-ქართულ ბიზნეს-ჯგუფს. ...
წყარო

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 9 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 12 საათის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 9 თვის წინ