ჯანმოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელები კორონავირუსის ვაქცინების სამართლიან განაწილებას მოითხოვენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების გაფართოვებისა და მისი სამართლიანი განაწილების შესახებ განაცხადეს. დღეისათვის გამოყენებული 128 მილიონი დოზა ვაქცინის სამ მეოთხედზე მეტი მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის, - აღნიშნეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა და გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გენრიეტა ფორმა. მათი თქმით, დღეისათვის მსოფლიოს 130 ქვეყანაში, სადაც 2,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, ჯერ ერთი აცრაც კი არ გაუკეთებიათ. როგორც მათ განაცხადეს, თუ ასე გაგრძელდება, შეიქმნება ვისუსის მუტაციისთვის და ვაქცინების მიმართ მდგრადობისათვის სასარგებლო გარემო. ღებრეიესუსმა და ფორმა სახელმწიფოებს მოუწოდეს „თავიანთი ქვეყნების საზღვრების მიღმა გაიხედონ“ და შეიმუშაონ სტრატეგია, რომელიც პანდემიის დასრულებას და ვირუსის ახალი შტამების გავრცელების შეზღუდვას უზრუნველყოფს. მათი რეკომენდაციით, საჭიროა პირველ რიგში მედიცინის მუშაკები და მოწყვლადი ჯგუფების მოსახლეობა აიცრას ყველა ქვეყანაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელებმა მოუწოდეს ასევე ვაქცინების მწარმოებლებს, სამართლიანად გაანაწილონ შეზღუდული მარაგები და თავიანთი ტექნოლოგიები გადასცენ სხვა მწარმოებლებსაც, გლობალურ მიწოდებაში დახმარების გაზრდის მიზნით. ღებრეიესუსისა და ფორმის თქმით, კორონავირუსმა აჩვენა, რომ „ჩვენი ბედი განუყოფლად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და გავიმარჯვებთ თუ დავმარცხდებით, ამას ერთად გავაკეთებთ“. ...
წყარო

Elza

თბილისი
  • 18 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Qeti

თბილისი
  • 9 დღის წინ

Diko

თბილისი
  • 9 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 9 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ