სააკაშვილი ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელიც ძირითადად დაკავებულია დესტრუქციით

არავის გამოუვა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მხარდამჭერებისთვის დაუმორჩილებლობის მოწოდებას. კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძირითადად დესტრუქციითაა დაკავებული. „ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ამ განცხადებებს ვისმენთ ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ადამიანი, რომელიც ძირითადად დაკავებულია დესტრუქციით და ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, დაპირისპირება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არ გამოუვა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, დაპირისპირება, ქართველი ხალხის პოლარიზება და ა.შ. ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა კანონის ფარგლებში “, – აღნიშნა კალაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა, რომ ნებისმიერი დაუმორჩილებლობის აქტი, ცივილიზებულობის ფარგლებში, არა მხოლოდ უფლება, არამედ, მოვალეობაა. “დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში. თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს მომავალი ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის, უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ შევასრულებთ შეზღუდვებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ“,- აღნიშნა სააკაშვილმა....
წყარო

Lola

თბილისი
  • 1 დღის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 8 დღის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 14 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 12 დღის წინ

Qeti

თბილისი
  • 12 დღის წინ

Vika

ბათუმი
  • 17 საათის წინ

Monika

თბილისი
  • 7 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ