დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა სინოდის სხდომის პარალელურად აქციას მართავს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე საპატრიარქოში მიმდინარე სინოდის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავს. სინოდის სხდომის დაწყებამდე ის საპატრიარქოს წინ ბანერით მივიდა, რომელზეც წერია, რომ დეკანოზი 4 წელია როგორც საპატრიარქოს, ისე ივანიშვილის პირადი ტყვეა. "სამი წლის წინ, როცა სინოდში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, დღემდე არ შექმნილა. მოვუწოდებ, დააყენონ ეს საკითხი და შექმნან კომისია და იმსჯელონ ერთხელ და სამუდამოდ ციანიდთან დაკავშირებით. მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ესენი არ შექმნიან კომისიას, რადგან როდესაც დასრულდება გამოძიება, საპატრიარქოს მაღალჩინოსნებთან გავა კვალი. ამიტომაც არ აწყობთ კომისიის შექმნა და ამიტომაც სამი წელია არ შექმნილა", — აცხადებს ის. დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობის განმავლობაში, ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად არის გაუარესებული და ის სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს. სხვადასხვა დროს უფლებადამცველები მისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვდნენ, არსებობდა მოლოდინიც, რომ პრეზიდენტი მას შეიწყალებდა. ამ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობია ის საკითხები, რაზეც სინოდის კრებაზე მსჯელობენ მღვდელმთავრები. სინოდი ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოა, რომლის შეკრების გადაწყვეტილებასაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მისი თანამოსაყრდე წყვეტს. სინოდის წინა სხდომაზე, რომელიც 2020 წლის მარტში გაიმართა, მღვდელმთავრებმა პანდემიის დროს ერთი კოვზით ზიარების წესის ცვლილებაზე იმსჯელეს და დაადგინეს, რომ "ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, ანუ მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია". ...
წყარო

Milana

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 6 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 17 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ