აშშ-ის კონგრესში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს

საქართველოს მხარდამჭერ აქტად წოდებული კანონპროექტი იქნა წარდგენილი10 თებერვალს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეების, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერისა და დემოკრატი კონგრესმენის ჯერი კონოლის მიერ. დოკუმენტი ადასტურებს აშშ-ის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და აღიარებს ამ ქვეყნის ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობებისადმი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩათვლით. აქტის თანახმად, აშშ ადასტურებს, რომ წინააღმდეგია რეგიონში რუსეთის აგრესიისა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რუსეთი თესავს არეულობას, მხარს უჭერს სეპარატისტულ მოძრაობას და სერიოზულად არღვევს ადამიანის უფლებებს, დაპატიმრებისა და მკვლელობის ჩათვლით. რუსეთის ძალები აგრძელებენ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე არეალებში მცხოვრები მოსახლეობის დევნას და ხელს უშლიან ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირების უკან დაბრუნების უფლების განხორციელებას, წერია საქართველოს მხარდაჭერის აქტში, რომელიც „განამტკიცებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აწესებს სანქციებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხიმგებელი არიან ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“. კონგრესმენმა კინზინგერმა, წარდგენისას განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შეჭრიდან 12 წელი გავიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის პირობებში, „საქართველო დაუღალავად მუშაობდა თავისი დემოკრატიის განვითარებისთვის და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მიზნით“, თქვა კონგრესმენმა, რომელიც თვლის, რომ „ამ მიზეზების გამო აუცილებელია, რომ ეს კანონი კვლავ იქნეს მიღებული“. კინზინგერი, მისი თქმით, როგორც საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ უჭერს მხარს „ქართველ მეგობრებს“ რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში. „მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, კონგრესმენ კონოლის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერისთვის“, თქვა მან. კონგრესმენ კონოლიმ „სიამაყე“ გამოხატა იმის გამო, რომ კვლავ წარადგენს საქართველოს მხარდაჭერის აქტს, რომელიც „განამტკიცებს აშშ-სა და საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან რეგიონში“. ეს კანონპროექტი, თქვა კონოლიმ, „გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტის, შემდგომი დემოკრატიული განვითარების და უსაფრთხოების მხარდაჭერას განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის წინაშე“. კონგრესმენმა, როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, სიხარული გამოთქვა, რომ ამ კანონპროექტში აღიარებულია, რომ „საქართველო დიდი ხანია ნატოს წევრობას ესწრაფვის“. აქტი აშშ-ი მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას ითვალისწინებს სხ...
წყარო

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 14 წუთის წინ

Олеся

თბილისი
  • 1 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 19 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 14 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 19 საათის წინ

Lata

თბილისი
  • 11 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ