საზღვაო სააგენტო ირწმუნება, რომ ქართველი მეზღვაურები ომანიდან უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან

​ომანში მყოფმა ქართველმა მეზღვაურებმა დახმარების თხოვნით 19 იანვარს მიმართეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს. განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს აღწერილია მეზღვაურთა ამჟამინდელი მდგომარეობა. „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ომანში ქართველ მეზღვაურებთან და ყველაფერს აკეთებს საქართველოს სხვა საჯარო უწყებებთან ერთად იმისთვის, რომ ისინი უახლოეს მომავალში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ამდენად, სააგენტოსთვის მიუღებელია აღნიშნულ საკითხზე ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც საქართველოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა შეუძლია", - ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში. როგორც სააგენტო აღნიშნავს, მეზღვაურთა საქმეში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საელჩო საუდის არაბეთში. „პრობლემა მდგომარეობდა ტვირთის მფლობელსა და გემთმფლობელს შორის მიმდინარე კერძო სამართლებრივი ხასიათის დავაში, რის გამოც გემი გაჩერებული იყო ომანში. მსგავსი საქმეები საჭიროებს დელიკატურ მართვას და გარკვეულ პერიოდს საბოლოო გადაწყვეტამდე. აღსანიშნია, რომ მეზღვაურების პასპორტები, ბერძენმა კაპიტანმა საკუთარი ნებით გაატანა ტვირთმფლობელის წარმომადგენელს, რომელიც დავის ფარგლებში უარს აცხადებდა პასპორტების დაბრუნებაზე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საქმეში ჩართვის შემდეგ: მეზღვაურებისათვის მაღალკვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის გაწევის შემდეგ მოხერხდა ქართველი მეზღვაურების დაცვა არასასურველი პროცესებისგან, რომელიც შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკავშირდებოდა; მეზღვაურებს გაუკეთდათ ვიზები და მათი რეპატრიაციის უზრუნველსაყოფად 24/7-ზე მიმდინარეობს მუშაობა. დღეის მდგომარეობით ომანის სახელმწიფოს მხრიდან გაცემულია ეკიპაჟის შეცვლის ნებართვა, ხოლო დროშის სახელმწიფოსგან - ქართველი მეზღვაურების ჩამოწერის დოკუმენტი გემზე მათი შემცვლელების ასვლის გარეშე, რაც საკმაოდ რთული კონსულტაციების შედეგია; მეზღვაურთა ნაწილი გადაყვანილია სასტუმროში და გემზე დარჩენილია მხოლოდ ის მეზღვაურები, რომლებმაც თავად არ ისურვეს სასტუმროში გადასვლა; ​მეზღვაურები უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებელი პირობებით, სურსათით და ყველა სახის დახმარებით, მათ შორის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით; სააგენტოს დირექტორის მოადგილე პირდაპირ კავშირზეა, როგორც მეზღვაურებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. აქვე აღვნიშანავთ, რომ რამდენიმე მეზღვაურის კონტრაქტს ვადა გაუვიდა, ან გასდის 2-3 დღის განმავლობაში". განცხადების თანახმად, მეზღვაურები გემზე იმყოფებიან 2020 წლის ივნისის თვიდან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აღნიშნავს, რომ „პანდემიით შემნილი კრიზისის გათვალისწინებით ამ რანგის მეზღვაურებისათვის გემზე ყოფ...
წყარო

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 24 წუთის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 21 საათის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 39 წუთის წინ

Rita

თბილისი
  • 38 წუთის წინ

Dako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 17 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ