გერმანია 7 მარტამდე აგრძელებს მკაცრ ლოკდაუნს

გერმანიამ გადაწყვიტა, 7 მარტამდე გააგრძელოს მკაცრი ლოკდაუნი, რომელიც ქვეყანაში დეკემბრის შუა რიცხვებში შემოიღეს კორონავირუსის ინფექციის მკვეთრი ზრდის ფონზე. ლოკდაუნის გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ ვიდეოკონფერენციაზე, რომელიც კანცლერმა ანგელა მერკელმა გამართა გერმანიის ფედერალურ მხარეთა პრემიერ-მინისტრებთან. იტყობინებიან, რომ რეჟიმის გაგრძელებას ითხოვდა ფედერალური კანცლერის უწყება, მიუხედავად ზოგიერთი რეგიონული ხელისუფლების წინააღმდეგობისა. კანცლერის უწყებამ მოიშველია საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსის ახალი, უფრო სახიფათო მუტაციების გავრცელებასთან. გფრ-ში კვლავაც დაკეტილი იქნება სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, თეატრები და კინოთეატრები, ფიტნეს-სტუდიები, საცალო ვაჭრობის საწარმოები, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გამოკლებით. ამასთან, დამტკიცებული ზომები მთელ რიგ გამონაკლისებს ითვალისწინებს. 1 მარტიდან ნებადართულია საპარიკმახეროების მუშაობა. „ამოსავალი პრინციპი - „ვრჩებით სახლში“ - კვლავაც მნიშვნელოვანი იარაღია პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ვიდეოკონფერენციის დროს მიიღეს 10 თებერვალს. პანდემიის დაწყებიდან გერმანიაში COVID-19-ით გარდაიცვალა 63 ათასი ადამიანი. უკანასკნელ ხანებში შემცირდა დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვი. ოთხშაბათს გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 8 ათასამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა. ...
წყარო

Ilona

თბილისი
  • 1 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 1 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 4 თვის წინ