უკრაინამ საქართველოს ნოტა გადასცა უკრაინელთა დაკავების თაობაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვასილ ბოდნარმა, უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, დავით ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე 10 თებერვალს მას ნოტა გადასცა იახტის დაკავებისთვის, რომელზეც უკრაინის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით. ბოდნარმა საქართველოს მხარეს მოუწოდა, უზრუნველყოს სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება საქართველოში იახტის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელზეც უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი იმყოფებოდნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, საქართველოს კიდევ ერთხელ ეთხოვა, შეიცვალოს აღმკვეთი ზომა და გაათავისუფლონ აღნიშნული მოქალაქეები. ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე ბონდარმა აღნიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფო არ ერევა უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებში და რომ ცალკეულ კერძო პირთა მოსაზრებებმა გავლენა არ უნდა იქონიოს უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე. საქმე ეხება განცხადებებს, რომლებიც გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს. კერძოდ, მხარეებმა ისაუბრეს სააკაშვილის მიერ საქართველოში თავისი მომხრეებისადმი მოწოდებებზე, არ დაემორჩილონ საქართველოს ხელისუფლებას. ამავე დროს სააკაშვილმა გააკრიტიკა საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი და მას ანტიუკრაინულ ინტერესებში დასდო ბრალი. „უკრაინის ელჩი საქართველოში, ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ დანიშნა პოროშენკომ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ზელენსკის პერიოდშიც შემორჩა და განაგრძობს საქართველოში და მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის იმიჯისთვის ზიანის მიყენებას,“ დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკში. „ეს სწორედ ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან უნისონში ახორციელებდა სამუშაოს, რათა უკრაინის სახალხო დეპუტატები საქართველოში არ ჩასულიყვნენ დამკვირვებელთა სახით გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე,“ დასძინა მან. სააკაშვილის თქმით, 9 თებერვალს დოლგოვი „განრისხებული რიტორიკით დაესხა მას თავს“ იმის გამო, რომ ის „იბრძვის ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის და ეს, თურმე, ზიანს აყენებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს“. три 9 თებერვალს იგორ დოლგოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰქონდა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს თავისი მომხრეების მიართ. დოლგოვმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები ხელს არ უწყობს ორ ქვეყანას შორის ნდობის ატმოსფეროსა და ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებას. 2020 წლის ნოემბერში საქართველოს მესაზღვრეებმა დააკავეს იახტა, რომელიც თურქეთში მიემართებოდა საქართველოს სანაპიროს გასწვრივ. მასზე იმყოფებოდნენ...
წყარო
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 59 წუთის წინ

Elena

თბილისი
  • 37 წუთის წინ

Elza

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 24 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 10 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 საათის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 11 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ