ხათუნა სამნიძე - „ამ იდეაზე მსჯელობისას დავინახავთ, რომ „ქართული ოცნება“ კედელთანაა მიყენებული“

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აცხადებს, რომ მისი პარტიის იდეა - ბუნებრივი ბარიერის შესახებ კანონპროექტის დარეგისტრირების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში - ოპოზიციური პარტიების შეთანხმების ფარგლებს არ სცდება: „ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში. ვართ მანდატების განცხადებების ერთგული, ანუ ეს განცხადებები ძალაშია და პირველ რიგში, ვახსენებთ ხელისუფლებას, რომ გააუქმოს უფლებამოსილება. მაგრამ, იმ პირობებში, როცა ვერ აუქმებს ამას ხელისუფლება თუ არ აუქმებს, აქვს საკუთარი მიზნები და მთელი ოპოზიცია გადაგვიყვანა პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში, ასეთ რეჟიმში, ბუნებრივია, მე არ ვთვლი, რომ ყველა იდეა თითოეულმა პარტიამ უნდა შეათანხმოს ერთმანეთთან. ჩვენ ვართ პოლიტიკური სუბიექტები. შეთანხმებული ვართ ძირითად საკითხებზე, ესენია: ოთხი მოთხოვნა, რომლითაც მივმართეთ „ქართულ ოცნებას“; ჩვენი განცხადებები, რომლებიც ჩაბარებულია პარლამენტში და ბოიკოტის რეჟიმი, რომელშიც ვრჩებით. ამის ფარგლებშია ეს იდეა. ახლა, ამ პერიოდში კონტექსტზეც ჩნდება კითხვა: ჩანს, რომ ერთგვარი სტაგნაციაა მთელი ამ მოლაპარაკებების პროცეში. პარტიები გადასული არიან საკუთრ წიაღში და საკუთარი მესიჯბოქსის და ასევე შიდაპარტიული დემოკრატიის, რეორგანიზაციის გაძლიერებაზე, რაც ნორმალური პროცესია და ემზადებიან იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევუტიოთ „ქართულ ოცნებას“. ამ კონტექსტში, როცა ასეთი სტაგნაციაა, ვფიქრობ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფრონტზე, რაც ეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, გვჭირდებოდა შეტევა და მე დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ამ იდეაზე მსჯელობისას დავინახავთ, რომ „ქართული ოცნება“ კედელთანაა მიყენებული. გუშინ ეს უკვე გამოჩნდა“. ხათუნა სამნიძემ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბუნებრივი ბარიერის დაკანონება უზრუნველყოფს იმას, რომ დღევანდელის მსგავს ვითარებაში არ აღმოჩნდეს ქვეყანა: „როგორც ოპოზიციური პარტია, გავაკეთებ ყველაფერს, რომ არ იყოს ორპარტიული პარლამენტი, ერთპარტიული პარლამენტი, პოლარიზება და გარანტირებული იყოს მრავალპარტიული პარლამენტი. ამის ერთ-ერთი გარანტია არის პროპორციული [სისტემა], ბუნებრივი ბარიერი. თუ ასეთ კანონპროექტს დადებს [„ქართული ოცნება“] და მან თქვა, რომ კიო, დავარეგისტრირებთო, მაგრამ შემოდით პარლამენტშიო, რადგან საკმარისი ხმები ისე არ იქნებაო. ამიტომ, ჩვენ პირიქით ვეუბნებით მას - პარლამენტში ჩვენი შესვლა არ სჭირდება კანონპროექტის დარეგისტრირებას. ეს არის ისეთი იდეა, რომლის ირგვლივაც გაერთიანდა მთელი ოპოზიცია ორი წლის წინ და არ წამრომიდგენია პოლიტიკური პარტია, რომელიც ხმას არ მისცემს ამ შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ მიიღოს ასეთი საარჩევნო სისტემა. 30 წელია რესპუბლიკური პარტია ამ იდეისთვის იბრძვის. თუ მართლა გაბედა „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი კანონპროექტის დარე...
წყარო

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 8 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 11 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ