პროკურატურა აცხადებს, რომ მელიასთვის გირაოს გადახდა ნებისმიერ პირს შეუძლია

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დეპუტატ ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდა ნებისმიერ პირს შეუძლია. უწყებაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ამისთვის აუცილებელია ბრალდებულის პირადი მონაცემების მითითება. "საბანკო დაწესებულებაში გირაოს თანხის გადასახდელად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს სისხლის სამართლის საქმის ნომერი, იმ პირადი მონაცემები, ვის სასარგებლოდაც ხდება თანხის გადახდა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშის რეკვიზიტები. აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის", - აცხადებენ უწყებაში. პროკურატურა განმარტავს, რომ შესაბამისი საბანკო რეკვიზიტები ცნობილია თავად ნიკა მელიასთვისაც, რადგან სწორედ ამ გზით დაფარა მან მანამდე შეფარდებული 30 ათასი ლარი. "რაც შეეხება ე.წ. გადახდის უნიკალურ იდენტიფიკატორს, აღნიშნული არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე გირაოს თანხის გადახდის აუცილებელ რეკვიზიტს და გამოიყენება გადახდილი თანხის ანგარიშზე დროულად ასახვისა და ანალიტიკური მიზნებისათვის", - ამბობენ პრესსამსახურში. დღეს ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა ნიკა მელიამ. ის აცხადებდა, რომ ხელისუფლებასთან და უსაფრთხოების სამსახურთან კავშირის გარეშე ვერავინ გადაიხდიდა მისთვის შეფარდებულ გირაოს. "არჩევნების გაყალბება გამიგია, მაგრამ გირაოს გადახდევინების გაყალბება არ გამეგო აქამდე... არსებობს, თურმე ვინმე მითიური პიროვნება, რომელიც ნიკა მელიას ნაცვლად გადაიხდის გირაოს. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში გირაოს გადახდას არ ვაპირებ იმიტომ, რომ ამის გაკეთება იქნება სირცხვილი და დანაშაულიც", - თქვა მელიამ. მისი თქმით, ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც მისი გირაოს თანხა უნდა ჩაირიცხოს არავისთვის არის ცნობილი, მათ შორის მისთვის და მისი ადვოკატისთვის, რადგან მათაც კი არ აუღიათ შესაბამისი ინფორმაცია. ასევე ნახეთ ნიკა მელიას თქმით, სიცრუეა, რომ მის ნაცვლად თანხის გადახდას სხვა პირი აპირებს მელიას გირაოს გადახდის დამატებითი ვადა ხვალ, 12 თებერვალს ეწურება. მან 5 თებერვალს ბრიფინგზე თქვა, რომ "არ გდაიხდიდა" და "ვერ დაიჭერდნენ". მან გირაოს თანხა, 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე არ გადაიხადა და ასევე, გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000...
წყარო

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 8 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 15 წუთის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ