სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება დავით-გარეჯის შესახებ გადაცემების ციკლის მომზადებაზე

"არ არიან მრავლად ადამიანები, ვისაც ეჭვი ეპარება, დავით-გარეჯის საქართველოსადმი კუთვნილებაზე. სინოდმა იმსჯელა ამის თაობაზე, აღიარა და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და რომ საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 1:200 000 მასშტაბის რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ მოაწერა შეთანხმებას ხელი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ, ვინაიდან თემა აინტერესებს ყველას, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, საპატრიარქოს ტელევიზიამ მოამზადოს გადაცემათა ციკლი დავით-გარეჯის პრობლემატიკასა და ისტორიის უფრო დაწვრილებითი ახსნისთვის" - თქვა აბბა ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ. მან სინოდის სხდომაზე ვრცელი მოხსენება წაიკითხა დავით-გარეჯის კომპლექსის შესახებ, რომლის დეტალური შინაარსიც ცნობილია. სხვადასხვა ეპისკოპოსების საჯარო განცხადებების მიხედვით ირკვევა, რომ ალავერდელი ეპისკოპოსის მოხსენება კომპლექსის ისტორიას და იქ სხვადასხვა დროს წარმოქმნილ პრობლემურ საკითხებს შეეხებოდა. რუკა, რომელსაც ალავერდელი ეპისკოპოსი ახსენებს, არის ის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც პროკურატურა კარტოგრაფების საქმის ბრალდებულებს, ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს ედავება. სახელმწიფო ბრალდების მხარე ამბობს, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის წევრებს კომისიაში მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას მის შესახებ და არ იყენებდნენ საქართველოს სასარგებლოს დავით-გარეჯთან საზღვრის ხაზის საქართველოს სასარგებლოდ გადასაწყვეტად. ბრალდებული მელაშვილი და ილიჩოვა ამ რუკაზე ამბობენ, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა დამალული არასოდეს არ ყოფილა, მეტიც, ის ღიად არის ხელმისაწვდომი ინტერნეტშიც, თუმცა მას აქვს რიგი სამართლებრივი და კარტოგრაფიული ხარვეზები. კომისია 1938 წლის შეთანხმებით და შესაბამისი რუკებით ხელმძღვანელობდა, რუკა კი, რომლის გამოუყენებლობასაც ბრალდების მხარე ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი ეპისკოპოსის განცხადებას ეხმაურება და აქცენტს ორ მნიშვნელოვან უზუსტობაზე აკეთებს, რასაც მისი კომენტარი შეიცავს. ედუარდ მარიკაშვილის განმატებით: "1:200 000 მასშტაბის რუკები არა 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზეა დაბეჭდილი, არამედ 1933-34 წლების მონაცემების საფუძველზეა დაბეჭდილი 1937-38 წლებში; 1996 წელს სახელმწიფოები არა 1:200 000 რუკების გამოყენების აუცილებლობ...
წყარო

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 7 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ирина

თბილისი
  • 4 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 13 საათის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ