სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია მოქალაქეების ყოფნა კარანტინსა და თვითიზოლაციაში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიჩნია კონსტიტუციის დარღვევად მთავრობისთვის იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრისა და რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეიტანა. სწორედ, ამ შესწორების საფუძველზე მიიღო მთავრობამ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებადა გაატარა მიმოსვლის რეგულირებასთან დაკავშირებული რიგი ღონისძიებები, ასევე განისაზღვრა ის უფლებამოსილი სუბიექტები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას პირის იზოლაციის შესახებ. მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცული ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტირებულ პირის თვითიზოლაციაში ყოფნის ვალდებულებას ან მის გადაყვანას საკარანტინო სივრცეში გადაყვანა. „მას არ ეძლევა ამ სივრცის დატოვებისა და სხვა ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტის საშუალება, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცული ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას“, - განმარტავდა მოსარჩელე მხარე. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ კონტაქტირებული პირისათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მიზანს წარმოადგენს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკის შემცირება და ამ პირის მიმართ არ ხორციელდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისაკენ მიმართული კანონით დადგენილი ღონისძიებები. გადაწყვეტილების თანახმად, კარანტინში/თვითიზოლაციაში მყოფ პირს შეუძლია ნებისმიერი მიზნით, შეუზღუდავად ისარგებლოს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებითა და ინტერნეტით, დაკავდეს ნებისმიერი საქმიანობით და მისი ქცევა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან არ ექვემდებარება რაიმე ტიპის კონტროლს ან კორექციას, განსხვავებით დაკავებული ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი პირებისაგან. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ამ დელეგირების ფარგლებში აღმასრულებელ ხელისუფლებას მიენიჭა არა პირთა გადაადგილებასთან, საკუთრების უფლებასა და შეკრების თავისუფლებასთან მიმართებით ყოველგვარი შეზღუდვის შემოღებისა და თავად ამ უფლებათა არსის განსაზღვრის უფლებამოსილება, არამედ განსაზღვრული მიზნების უზრუნველსაყოფად გარკვეული, დროებითი შეზღუდვების დადგენის კომპეტენცია. საკონსტიტუციო სასამართლომ არც კომენდანტის საათის შემოღება მიიჩნია არაკონსტიტუციურად. გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს ერთ-ერთი მოსარჩელე, იურისტი გიორგი ჩიტიძე. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს ანიჭებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 5 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 15 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 16 საათის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 5 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ