ეპისკოპოსი დანიელი: სინოდზე ვიმსჯელეთ [გირჩის] "ბიბლიური თავისუფლების" წევრებზე

ჭიათურისა და საჩხერის ეპისკოპოსის თქმით, 11 თებერვლის სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო "გირჩის" ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" წევრების საეკლესიო მღვდელმსახურებაში ჩართვის საკითხები. მიტროპოლიტი დანიელი ამბობს, რომ სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება მართლმადიდებლურ ეკლესიაზე უარის თქმას ნიშნავს და მისი წევრები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას ისეთ ქრისტიანულ რიტუალებში, როგორიცაა ჯვრისწერა, ნათლობა, წესის აგება და სხვა. საკითხი, პოლიტიკური პარტია "გირჩის" ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" წევრების ქრისტიანულ მღვდელმსახურებაში ჩართვის შესახებ, დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც ავტოავარიაში გარდაცვლილი 24 წლის კაცისთვის წესის აგებაზე უარი თქვეს მღვდელმსახურება იმის გამო, რომ ის "ბიბლიური თავისუფლების" წევრი იყო. ეს ორგანიზაცია ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ მიიღონ მღვდელმსახურის მოწმობა და ამით თავიდან აიცილონ ან გადაავადონ სავალდებული სამხედრო სამსახურში მსახურება. "შეიქმნა ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც ქვია ქრისტიანთა გაერთიანება, ბიბლიური თავისუფლების ორგანიზაცია, რომელიც თავის რიგებში აწევრიანებს ადამიანებს განურჩევლად სქესისა და მათ სასულიერო პირის სტატუსს ანიჭებს. საქართველოს მართლდმადიდებლური ეკლესიის წევრისთვის ამაში მონაწილეობა ნიშნავს მისი მრწამსის უარყოფას და ეკლესია აფრთხილებს ყველას, ვინც ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანდება, აღარ ექნება უფლება, მიიღოს მონაწილეობა საეკლესიო მსახურებაში, როგორიცაა ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება და სხვა." - თქვა მიტროპოლიტმა დანიელმა. ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილმა "გირჩი" სექტანტობასა და ქვეყნისთვის სახიფათო საქმიანობაში დაადანაშაულა პარტია გირჩმა რელიგიური ორგანიზაცია, “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება” 2017 წელს დააარსა. პარტია დაარსებიდან ამბობდა, რომ სამხედრო სავალდებული სამსახურს გაუმართლებლად მიიჩნევს და საკანონმდებლო "ხვრელის" გამოყენებით, რომელიც ნებისმიერი კონფესიის მღვდელთმსახურების სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებას გულისხმობს, წვევამდელებს სასულიერო პირებად აკურთხებს და შესაბამის ცნობებს გასცემს. renderExternalContent("//www.radiotavisupleba.ge/embed/player/0/30472268.html?type=video&pangeaEmbed=true", "//www.radiotavisupleba.ge/media/video/30472268.html?type=video") ...
წყარო

Sofia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 1 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 6 დღის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ