ევროსაბჭოს კომისარმა ახსნა-განმარტება მოითხოვა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრისგან

ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმირ კოლოკოლცევს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ის ახსნა-განმარტებას ითხოვს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების თაობაზე. მან შეშფოთება გამოხატა მასობრივი დაკავებებისა და სამართალდამცველთა სისასტიკის გამო. მიატოვიჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისულების მოქმედებამ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია. კერძოდ, მომიტინგეთა მიმართ დაირღვა მათი უფლება, მათ წინააღმდეგ არ მომხდარიყო ძალადობა, ასევე დაირღვა შეკრების თავისუფლების უფლება. მიატოვიჩმა OVD-Info-ზე დაყრდნობით ყურადღება მიაქცია საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა დიდ რაოდენობას. ალექსეი ნავალნის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქციები 23 და 31 იანვარს გაიმართა რუსეთის ასზე მეტ ქალაქში. მოსკოვსა და პეტერბურგში ხალხი ქუჩებში გავიდა ასევე 2 თებერვალს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია აქციების 10 ათასზე მეტი მონაწილე, ასობით ადამიანი ჯერაც იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ...
წყარო

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 5 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Яна

თბილისი
  • 8 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 6 თვის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ