ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს

ხელისუფლებამ და სასამართლომ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკურ პროცესს დაამძიმებს – ასე აფასებენ ნიკა მელიას საქმეს ოპოზიციაში. მათი თქმით, სასამართლომ გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. “ხელისუფლებამ და სასამართლომ არ უნდა მიიღოს იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც დაამძიმებს პოლიტიკურ პროცესს და კიდევ უფრო გაურთულებს არა მარტო ნიკა მელიას საქმიანობას და ცხოვრებას, როგორც პოლიტიკოსს, არამედ შეიტანს დიდ უარყოფით მუხტს პოლიტიკურ პროცესში,”- აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი წერეთელი. “ლელოში” ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმეს პოლიტიკურს უწოდებენ და ოპოზიციური პარტიის ლიდერის პოლიტიკურ დევნად აფასებენ. გირაოს გადახდაზე ნიკა მელიას უარი კი სტრატეგიად მიაჩნიათ. საქმეს პოლიტიკურად აფასებენ “გირჩშიც“, თუმცა მიაჩნიათ, რომ ნიკა მელიამ გირაო უნდა გადაიხადოს. “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ნიკა მელია გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო არ უნდა იჯდეს ციხეში. შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.  ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება. პროკურატურის განმარტებით  გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას  ექვივალენტური  უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე....
წყარო

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 6 საათის წინ

Анжелина

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 13 საათის წინ

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ