განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებს პირბადის ტარების ვალდებულება არ აქვთ
განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ვისი მშობელიც სკოლას შესაბამისი თხოვნით მიმართავს, პირბადის ტარების
ვალდებულებისგან გათავისუფლდება.
ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ
ბრიფინგზე განაცხადა.
მისი სიტყვებით, პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით
განსხვავებული რეკომენდაცია მიეწოდა სკოლებს საგანმანათლებლო
საჭირობის მქონე მოსწვალეებთან მიმართებით.
„თუ მშობელი მიმართავს სკოლას, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რა
თქმა უნდა, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო
ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან“, -
განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის 2021 წლის
თებერვლიდან სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. პირბადე მოზარდებს მშობლებმა
უნდა გაატანონ....