ომბუდსმენი შეისწავლის 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე შესაძლო დაგვიანებულ რეაგირებას

10 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეს სახალხო დამცველი ეხმაურება. ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ტრაგიკული ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და წარმოადგენს იმ სისტემური უმოქმედობის, კვალიფიკაციის ნაკლებობისა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობის შედეგს, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატი წლებია მიუთითებს. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ პასუხისმგებელი უწყებები ვერ ახდენენ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე დროულ, ეფექტიან და კოორდინირებულ რეაგირებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო რეაგირებას და სისტემური ცვლილებების გატარებას საჭიროებს", - ვკითხულობთ განცხადებაში. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეების მესამედზე შეწყდა გამოძიება, რომლის საფუძველი მათ შორის, მტკიცებულებების არარსებობა გახდა, რაც თავის მხრივ, განპირობებული იყო დანაშაულის გამოძიების დაგვიანებით და არასრულწლოვნებთან სათანადო კომუნიკაციის არარსებობით. ამავე წლებში სექსუალური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 317 არასრულწლოვანს. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე თითო რეგიონში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მუშაობს, რაც შეუძლებელს ხდის ყველა შემთხვევაზე დროულ და სათანადო რეაგირებას. მისივე განცხადებით, ბავშვის მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას ართულებს სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა რაოდენობა, მათი სამუშაო პირობები და რესურსებზე ხელმისაწვდომობა. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებთან მიმართებით საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის შესახებ: „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის დროულ შეტყობინებასა და დაზარალებულისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნას. შემთხვევების დროული გამოვლენის და რეფერირების პროცედურის განსახორციელებლად განსაკუთრებული როლი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს აკისრიათ". 11 თებერვალს დააკავეს 23 წლის კაცი, რომელსაც ქობულეთის მუნიციპაალიტეტში 14 წლის გოგოსთან სექსუალურ კავშირს ედავებიან. არასრულწლოვანი გოგოს გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ...
წყარო

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 5 საათის წინ

Ania

ბათუმი
  • 4 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 4 საათის წინ

Vika

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 20 საათის წინ

Nitaa

თბილისი
  • 20 დღის წინ